საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვით მიმართეს.
ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან შოშიაშვილმა კი, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მკვლევრები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.