"ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად; 28 იანვრიდან კი დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა.
"28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.