"უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? დაგაშანტაჟათ თუ რა? რომელი კრებსები იყო? აუდიო? ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007? ამ სისულელეებს? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, გადმოგვეცით ის მასალები, რაც გაქვთო და გადაეცით მასალა, თუკი გინდათ გარკვევა. ოღონდ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემოქმედი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიაა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, მოსმენების საქმეზე სარჩელები საქართველოდან გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.