„ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლაზე დასმულ კითხვას, არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს.
„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ასევე წაიკითხეთ: