ყასიმ ჟომართ თოყაევი: უსაფრთხოების გაძლიერება ყაზახეთის მთავარი პრიორიტეტია

ყაზახეთისთვის ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თურქესტანის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენს სიახლოვეს ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თოყაევმა.

მისი თქმით, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ურყევი უნდა იყოს.

„ეს არის მთავარი პრინციპი, საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის ღიად და მკაფიოდ ვლაპარაკობდი ამაზე. შემთხვევითი არ არის, რომ გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან გამოსვლაში ამის შესახებ კიდევ ერთხელ განვაცხადე“, - აღნიშა თოყაევმა.