ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს

ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რუსლან ჟაკსილკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს.

მისი თქმით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2021 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით, შეიქმნა შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და სამხედროების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის ახალი ვერსია. რომლის შედეგადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ჯარის რეფორმა 2030 წლამდეა განაზღვრული.

„ეს კონცეფცია განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ეტაპებს შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ფორმირებების გადაიარაღების ინტერესებიდან გამომდინარე. სამშენებლო კონცეფციის საქმიანობის პრაქტიკულად განსახორციელებლად, 2021 წლის 30 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა გეგმა 2030 წლამდე შეიარაღებული ძალების ახალი, კაპიტალური რემონტით და მოდერნიზებული იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის შესახებ“, - აცხადებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, 15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს.