ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ სოფელი კუპიანსკ-ვუზლოვი, რომელიც მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, გათავისუფლებულია.
სინიეჰუბოვის თქმით, ოლქის დაახლოებით 6% რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.
გუბერნატორის თქმით, რუსეთმა სოფელი 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში დაიპყრო და იქ მტკიცედ იკავებდა პოზიციებს, რადგან ეს არის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ოლქის დაბომბვას.