საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პაპუაშვილმა კოლომინას მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას.
პარლამენტის თავმჯდომარენ კოლომინასთან, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის მზაობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.