დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდის სიდიდე შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში 5.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.