მიმდინარე ზამთარს ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, 40%-ით მეტი თხევადი გაზი იმპორტირდეს, რაც რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილ დეფიციტს დააკომპენსირებს. ამას Bloomberg-ის მონაცემები ადასტურებს.
Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონს ზამთარში შეუძლია, თითქმის 40%-ით მეტი LNG შემოიტანოს, ვიდრე გასულ წელს და შესყიდვები დაახლოებით 14%-ით (მომავალ ზაფხულს დაკარგული მარაგების შესავსებად) გაზარდოს.
გამოცემა წერს, რომ ენერგიის მაღალი ფასების გამო, გაზზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ეს მიწოდება პირველი ოქტომბრიდან რუსული მილსადენების ნაკადების სრულად გაჩერების შედეგად შექმნილი დეფიციტის დასაფარად საკმარისია.
„დამატებითი საწვავის მისაღებად, ევროპელ მყიდველებს ადგილზე 90%-ით მეტი LNG-ის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტებით უზრუნველყოფდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას აზიასთან.
ეს ხელს შეუწყობს გაზზე მსოფლიო ფასების კლებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულიების შემცირება სცადა“, - წერს გამოცემა.