თეთრი სახლი: აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა. რომ აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ. 

„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავეთ რუსეთის მთავრობის, მისი შეიარაღებული ძალების და რუსი ხალხის ქმედებები, რომელთაგან ბევრი საუბრობდა ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ.

ჩვენ ამას ვხედავთ მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როცა რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ასე რომ, მიგვაჩნია, მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე ვხედავთ ჩვენს როლს აქ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასიურად ტოვებენ.