ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 35-მდე გაიზრადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდონეზიის ხელისუფლება მოსახელეობას აფრთხილებს, რომ მიწისძვრა კვლავაა მოსალოდნელი. ამასთან, სპეციალისტები ცუნამსაც პროგნოზირებენ. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი.
6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, ყველაზე მეტად კუნძული სულავესი დაზარალდა. ეპიცენტრი მაჯენის დასახლებიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მიწის ქვეშ, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთი დღით ადრე ქვეყანაში კიდევ ერთი, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.