„ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში ულიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს.
„მეც ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი ცალსახად სტალინის გზას ადგას. და ერთობ ირონიულია ის ფაქტი, რომ ნაციონალიზმზე გაკეთებული აქცენტების ფონზე, უკრაინაში ომში გაწვეულთა, და შემდგომ, დაღუპულთა უმრავლესობა არარუსი იქნება.
უკვე ვიხილეთ ახალწვეულებით სავსე ავტობუსების ფოტოები ბურიატიიდან. ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის.
და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა.
- ცხადად იმატებს იმ სცენარის ალბათობა, რომელშიც პუტინის რეჟიმი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ამასვე მოწმობს კრემლის ბოლოდროინდელი, ერთიმეორეზე უფრო ახირებული განცხადებებიც.
იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყვეტილნი არიან რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს“, - აღნიშნავს კორტნი.