საფრანგეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობის მიერ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაიცვან.
განცხადებაში ხაზგასმული კომენდანტის საათის დროის ცვლილება
"საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით - 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.
კომენდანტის საათის დაცვა 18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება", - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.