ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე.

მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თურქეთის ელჩის მრჩეველი გიზემ თურქგენჯი-სევიმი.