სტივენ ბლენკი ივანიშვილის წასვლაზე : ამის შესახებ კითხვის ნიშნები ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს

ექსპერტი სტივენი ბლენკი პოლიტიკის დატოვების შესახებ ბიძინა ივანიშვილის უკვე მეორე განაცხადისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.

„ამის შესახებ კითხვის ნიშნები ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს. რადგან არ არსებობს რეალური ნიშანი იმისა, რომ მისი გავლენა შემცირდება ან მისი ანგარიშვალდებულება გაიზრდება. ასე რომ, ეს აღძრავს შეკითხვებს საქართველოში მმართველობის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაიფანტოს“, - ამბობს სტივენ ბლენკი „ამერიკის ხმასთან“.

„საქართველოს არ აქვს დიდი პროგრესი დემოკრატიული მმართველობის კუთხით და იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც არავის წინაშე არ არიან პასუხისმგებელნი და ჩრდილიდან ფუნქციონირებენ, აძლიერებს დემოკრატიის ამ დეფიციტს. ეს განცხადება არაფერს ცვლის [სასიკეთოდ] ამ კუთხით“, - განმარტავს ბლენკი და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის შესაფასებლად მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რეალურად შემცირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკად წასვლის შესახებ 11 იანვარს გამოცხადა.