სომხეთში ორი რუსული თვითმფრინავი არ შეუშვეს, რადგან მათი ლიცენზია ამოეწურათ.
„ბაზას“ Telegram არხის ცნობით, სომხეთმა აიძულა „აეროფლოტის“ ორი თვითმფრინავი, რომლებიც ერევანში მიფრინავდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ.
როგორც გაირკვა, სომხეთის საჰაერო სივრცეში შესასვლელად მომზადებისას გახდა ცნობილი, რომ რუსულ თვითმფრინავებს ლიცენზიის ვადა ამოეწურათ.
კრემლის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო, ავარიულად დაეშვა მინერალნიე ვოდიში.
ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.