აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ.
- აშშ-ის შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში
„აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მიემგზავრება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ შეზღუდული კომერციული მოგზაურობის შესაძლებლობები რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო აცხადებს, რომ გამოცხადებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს.