რუსეთის ხელისუფლება საზღვრებზე იმ მოქალაქეთა სიებს ადგენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვადგენთ ყველა იმ ადამიანების სიებს, ვინც ახლა გზაზე დგას. გგონიათ არავინ იცის ვინ სად და რატომ წავიდა?“, - განაცახადა ვოლოდინმა.
ვოლოდინს არ დაუკონკრეტებია სიების შედგენის მიზანი.