Freedom House-ის ერთ-ერთი დირექტორი: საქართველოში საყურადღებოა ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე

Freedom House-ის ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზის მიმართულებით- სარა რეპუჩი ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებას აფასებს.

„საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, - განუცხადა სარა რეპუჩიმ ამერიკის ხმას.