22 იანვარს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც NATO-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.
Covid-19-რეგულაციებიდან გამომდინარე შეხვედრას მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე კითხვების დასმას, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.