ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე.
მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე, ეს არის ფაქტი.
როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ამ ფედერაციას, მაგრამ მე ქართულ კრივს ამ ადამიანს, რომელიც, ამ ფაქტის მერე არავინ არ არის და არის ცარიელი ადგილი, ვერ დავაღუპვინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მე მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ”, - განაცხადა თეა წულკიანმა.