დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.
როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
"ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართულისაკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად", - განაცხადა გაბუნიამ.
დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51g
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო.