ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

კორეის შრომის პარტიის მერვე ყრილობასთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ბალისტიკური რაკეტები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რაკეტა წყალქვეშა ხომალდისთვის არის განკუთვნილი.

BBC ანალიტიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული იარაღის შესახებ მანამდე ცნობილი არ ყოფილა.

რაკეტის დემონსტრირებისას ის „მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ იარაღად არის მოხსენიებული“.