ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც "კარტოგრაფების საქმეში" არიან დაკავშირებული ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, - თბილისის საქალაქო სასამართლოში "კარტოგრაფების საქმეზე" საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი გამოიკითხება.
"პოზიცია მაქვს, ის რაც ვიცი, მონასტერ დავით გარეჯის მამებისგან. საზღვარი, რომელიც უნდა გაევლოთ და რომელიც იყო საქართველოს ინტერესებში, ეს ასე არ გაკეთდა. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც ამ საქმესთან იყვნენ დაკავშირებული - ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს", - განახადა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის, 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება.