ANCA: აშშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისთვის, ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხს განხილავს, რათა „სომხეთი დაიცვას აზერბაიჯანული აგრესიისგან, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით განხორციელდა“ . ამის შესახებ ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) იტყობინება.

„1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, კონგრესის მტკიცე ორპარტიული ზეწოლის ქვეშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს პირველად განიხილავენ. მათი მიზანია დაეხმარონ სომხეთს, რომ აზერბაიჯანის (თურქეთის მხარდაჭერილი) აგრესიისა და ეთნიკური წმენდისგან თავი დაიცვას“,- ნათქვამია ANCA-ს განცხადებაში.

13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, კონგრესმენმა ადამ შიფმა გაავრცელა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის კომისიის სხვა წევრებთან ერთად სომხეთის საკითხებზე შემუშავდა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის არაპროვოცირებულ თავდასხმებს სომხეთსა და არცახზე, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს შეერთებული შტატების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული ყველა სახის დახმარება.

13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.

13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.

ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე