ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის შტურზე განსხვავებული შეხედულებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს.
მისი თქმით, გათასუფლების მიზეზი, კაპიტოლიუმზე შტურმის შესახებ გავრცელებული პუბლიკაცია იყო. ინფორმაციას რუსეთის მედია ავრცელებს.
ილარიანოვი საკუთარი გათავისუფლების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზზე საუბრობს. პუბლიკაციაში, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, კაპიტოლიუმზე შტურმს ხაფანგად მიიჩნევს, ხოლო პროტესტი მისთვის მშვიდობიანი იყო.
„როგორც ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა მითხრა, მიზეზი არის ამ ბლოგზე ,” რაიხსტაგის დაწვა - 2021" დართული P.S ნიშანი“, ნათქვამია ილარიანოვის განცხადებაში. პოსტში მოცემული დამატებითი „მტკიცებულებები“ შეიცავს ვიდეოებსა და ბმულებს, რომელშიც ასევე საუბარია The Black Lives Matter-ის ორგანიზატორებზეც, რომლებსაც ყოფილი მრჩეველი პროვაკიცებში ადანაშაულებს.
ანდრეი ილარიონოვი უფროსი მეცნიერის პოზიციაზე Cato Institute-ში მუშაობდა.
კაპიტოლიუმზე შტურმს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის სამართალდამცეველიც იყო.