მონტენეგრომ ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა

მონტენეგრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიპლომატიური ნორმების სავარაუდო დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა.

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ დიპლომატებს უბრძანა, დაეტოვებინათ ქვეყანა რადგან მათი საქმიანობა ეწინააღმდეგება „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და ორი ქვეყნის ურთიერთპატივისცემას.

Reuters-ის ცნობით, ჯაშუშობის საქმეზე დაიწყო გამოძიება. უფრო ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონტენეგროს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (ANB) და სპეციალურმა სახელმწიფო პროკურატურამ (SDT) ექვსი რუსი დიპლომატი, 30 რუსეთის მოქალაქე დროებითი და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი მონტენეგროელი დააკავა.