პუტინმა „შეცდომა აღიარა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.

კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „სამობილიზაციო ღონისძიების დროს,  მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებსა და სხვა თემაზე.

„მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“. „აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს - სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.