დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში გულისხმობს 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს.
"ჯერჯერობით 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციაზე... ახლა იწყება კველვა 12 წლის ზემოთ. ჩვენ რომ ვამბობთ, კოლექტიურ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს, რომ იყოს იმუნური ფენა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს", - თქვა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ხარჯები გათვლილია და მერყეობს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია.