თურქეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა, შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ერდოღანმა ასევე გამოხატა კმაყოფილება პატიმართა გაცვლის გამო და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბოლის შეთანხმების მოქმედებით.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. მისივე თქმით, რუსეთისგან ელიან ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საკითხზე.