ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Euroactv-ი ავრცლებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება საბერძნეთის გადაწყვეტილებას, მისცეს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს.
ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცლებელია, „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს.
„ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო საჭიროებას წარმოადგენს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.