მედია: აშშ უკრაინისთვის სამხრეთ კორეულ იარაღს შეიძენს

აშშ უკრაინისთვის სამხრეთ კორეულ იარაღს შეიძენს. ჩეხურმა გაზეთმა Idnes.cz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ შეიძენს სარაკეტო სადგურებს და მილიარდობით დოლარის საბრძოლო მასალას უკრაინისთვის.

მისივე ცნობით, კორეული იარაღი უკრაინაში ჩეხეთის გავლით ჩავა.

 

  • პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ აგვისტოში $14,5 მილიარდიანი გარიგება გააფორმეს
  • ეს არის პოლონეთის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება და ყველაზე დიდი შეთანხმება სამხრეთ კორეის თავდაცვის სექტორისთვის
  • პოლონეთი თავდაცვის მოდერნიზაცია განაგრძობს

ცნობისთვის, პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან, მეტი არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება მოიცავს 1000 K2 Black Panther ტიპის ტანკს, თითქმის 700 K9 თვითმავალ ჰაუბიცას და 48 FA-50 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავს.

„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმა უკრაინაზე და პუტინის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ ტექნიკის მოდერნიზაცია“, - განაცხადა მაშინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონურ გამოცემა Defense 24-თან ინტერვიუში.