ამერიკელ მედიკოსსა და მის მეუღლეს რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის მცდელობისთვის, ბრალი წარუდგინეს

აშშ-ს არმიის მედიკოსს (მაიორის წოდებით) და მის ექიმ მეუღლეს, აშშ-ის საიდუმლო სამედიცინო ჩანაწერების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.

იორი ჯეიმი ლი ჰენრი, ფორტ ბრაგის არმიის ბაზაზე (ჩრდილოეთი კაროლინა) მსახურობდა. მას უსაფრთხოების ნებართვა ჰქონდა.

მისი მეუღლე ანა გაბრიელიანი, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუშაობს და რუსულად საუბრობს. იგი, პროკურატურის თქმით, მზად იყო რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემები გადაეცა.

დანაშაულებრივი შეთქმულება, პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ანა გაბრიელიანმა წინადადებით მიმართა რუსეთის საელჩოს და მოგვიანებით შეხვდა კაცს, რომელსაც რუსეთის აგენტად მიიჩნევდა.

სინამდვილეში, ეს იყო FBI-ის აგენტი, რომელსაც ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა გაბრიელიანთან მის მოტივაციაზე. სასამართლო დოკუმენტებში არის მითითება მის ჩვენებაში, რომ გაბრიელიანი მხოლოდ „რუსეთის მიმართ პატრიოტიზმით“ ხელმძღვანელობდა.

ამერიკული მედიის ცნობით, ჰენრი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი ღია ტრანსგენდერი ქალი აშშ-ს არმიაში.