მსოფლიო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, რადიკალურად უპასუხებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„თუ ერთი ბირთვული იარაღი მაინც იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და აბსოლუტურად რადიკალური. ამაში დარწმუნებული ვარ. და როცა იტყვიან, რომ გადაგვყლაპავენ და პასუხი არ იქნება, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მშვიდი 2014 წლის მშვიდი ანექსია. ეს იქნება ატომური იარაღის პირველი გამოყენება ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის მსგავს გადაწყვეტილებას და ის აუცილებლად უპასუხებს.
შეგახსენებთ, ადრე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ სამხედრო ბაზებს ოკუპირებულ ყირიმში.
21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.