თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა. ინფრომაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სტამბოლის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ნალექების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქალაქს 45 დღის საკმარისი წყლის მარაგი აქვს. ანკარის მერმა მიმდინარე თვის დასაწყისში მოსახლეობას უთხრა, რომ კაშხლებსა და წყალსაცავებში 110 დღის სამყოფი წყლის მარაგია დარჩენილი.
ქვეყნის სხვა ქალაქებშიც კაშხლები და წყალსაცავები დაახლოებით 40 პროცენტითაა გავსებული. ხორბლის მწარმოებელ ადგილებში ფერმერები შიშობენ, რომ მათი მოსავალი გაფუჭდება.
მეცნიერები წყლის მწირე მარაგს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, პრობლემის მიზეზად თურქეთში ასევე სახელდება წყლის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ქვეყანაში წყლის საშუალო დანაკარგი 43 პროცენტია.