გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ადამიანის უფლებები, მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ
ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.