ევროსაბჭო: საქართველოში რუსეთის ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება

ევროსაბჭოს შეფასებით, საქართველოში რუსეთის ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება.

ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში ასევე ყურადღება მახვილდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმისვლის ჩაკეტვასა და ჰუმანიტარული ვითარების გართულებაზე.

"საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ამ ორი რეგიონის შიგნით და გარეთ მყოფ ქართველებს შორის კონტაქტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

სულ უფრო და უფრო რთული აღმოჩნდა, თუ არა შეუძლებელი, ამ ორ ქართულ რეგიონში მცხოვრებთათვის გადაეკვეთათ ადმინისტრაციული საზღვრები დანარჩენ საქართველოში საგანმანათლებლო და (სასწრაფო) სამედიცინო მომსახურების მიზნებით. სამწუხაროდ, არ არის რაიმე სახის პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ქართული რეგიონების, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში წერია.