ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“ გმობს. ის ლუკაშენკოს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ ლუკაშენკო ლეგიტიმაციის მქონე რპეზიდენტი არ არის.
ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მან მიუღებელი უწოდა ლუკაშენკოს ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.