ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება. 

„სამხედროების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასები 20% გაიზრდება. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისში ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ხელფასების ზრდა მოხდება 2023 წელსაც და ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.