საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეს საკითხი საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს.
„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსი გაექცა მობილიზაციას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც იგივე პრობლემა აქვთ, როგორც იცით, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო ზომები და ზოგიც ახლა მუშაობს მასზე. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ელჩმა.
21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.