ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს.

ამის შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია აღნიშნული.

მონიტორინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შესაძლო ფართო გაყალბებას ამტკიცებენ, განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მეორე რაუნდს და ახალ პარლამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობისთვის. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ჩატარების ადგილი და შესაბამისად, ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, დაიკავონ ადგილი პარლამენტში. 2020 წლის მარტის პოლიტიკური შეთანხმება ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს შორის უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი შემადგენლობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის განხილვა სტრასბურგში ზამთრის სესიაზე იგეგმება. მუშაობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩაერთვება. სესია 25- 28 იანვარს გაიმართება.