ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია, რომელიც კვირისთვის იყო დაგეგმილი, უსაფრთხოებიიდან გამომდინარე გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
FBI-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში გახშირდა ინაუგურაციაზე შესაძლო პროვოკაციის შესახებ საუბარი, "ჩვენ შეშფოთებულები ვართ, დედაქალაქში დაგეგმილ რამდენიმე პროტესტთან დაკავშირებით, რა დროსაც შესაძლოა შეიარაღებული პირები ახლო მანძილზე მოვიდნენ სახელმწიფო მაღალჩინოსნებთან",- ამბობს FBI-ი დირექტორი ქრისოფერ რეი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო აწარმოებს გამოძიებას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც, შესაძლოა, ინაუგურაციის უსაფრთხოდ ჩატარებას ხელი შეუშალონ.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.