ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს რუსეთს მიერ უკრაინის კოლონიზაციასა და არასოდეს აღიარებს ყალბ რეფერენდუმებს. მსოფლიო, უკრაინელ დამცველებს დამპყრობლების წინააღმდეგ ომში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინ, თქვენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს არ უნდა მიიღოს თქვენი ყალბი რეფერენდუმები ან უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და მათ დაუფიქრებლად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ გახდება მთლიანი და თავისუფალი, - წერს ჯონსონი Twitter-ზე.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.