საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, საუბარია ნიკოლა სარკოზის მიერ რუსეთში საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე და ყოფილი პრეზიდენტი გავლენით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტიისგან“ 3 მილიონი ევრო მიიღო საკონსულტაციო მომსახურების გაწევისთვის.
„გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, მუშაობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, როგორც კონსულტანტი, რაც აბსოლუტურად კანონიერი საქმიანობაა, თუ ის პოტენციური ლობისტური საქმიანობით იყო დაკავებული“, - აღნიშნავენ წყაროები.