ICAO-ს ისტორიაში პირველად, რუსეთი ორგანიზაციის მმართველი საბჭოში არ აირჩიეს.
რუსეთს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს საავიაციო სააგენტოს (ICAO) მმართველ საბჭოს წევრობისთვის ხმები არ ეყო.
უკრაინის ელჩი კანადაში, იულია კოვალევა აცხადებს, რომ რუსეთი საბჭოს პირველ ჯგუფში არ აირჩიეს, რომლის წევრიც რუსეთის ფედერაცია 1944 წლიდან, ორგანიზაციის დაარსების მომენტიდან იყო.
რუსეთმა მეორე ჯგუფის არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანდიდატურა მესამე ჯგუფში წარადგინოს, რომელსაც კენჭს სამშაბათს უყრიან.
„რუსეთის არ არჩევა უპრეცედენტოა, ეს 1944 წლის შემდეგ არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება ასახავს დასავლეთის ქვეყნების სურვილს, დააკისრონ პასუხი რუსეთს მის ქმედებებზე უკრაინაში“, - აცახდებს უკრაინის ელჩი კანადაში.
ICAO-ს მმართველი საბჭო 36 ქვეყნისგან შედგება. ის მუდმივი ორგანოა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არჩევა სამი წლის ვადით ხდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცე, 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის დახურა, მათ შორისაა ევროკავშირის 27 წევრი. მანამდე ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ველიანი გამოვიდა შეთავაზებით, რომ რუსეთმა ICAO-ს საბჭოში მუშაობა აღარ გააგრძელოს.
დასავლეთი ამბობს, რომ რუსეთმა ასობით უცხოური თვითმფრინავი მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა, რასაც მოსკოვი უარყოფს.