უკრაინის დროშა უკვე ლიმანშია, თუმცა ქალაქში საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინის დროშა უკვე ლიმანში, დონეცკის ოლქშია. ბრძოლები იქ ისევ გრძელდება. მაგრამ ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა სამხედრო სარდლობაში დამარცხებაზე პასუხისმგებელი პირების ძებნა დაიწყეს.
„ესაა პირველი მოწოდება, რომლის მოსმენაც ღირს რუსეთის ხელისუფლების ყველა დონეზე. ვიდრე თქვენ თავად არ გადაწყვეტთ პრობლემას იმ ერთთან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს უაზრო ომი დაწყო. თქვენ სათითაოდ გაგანადგურბენ და „განტევების ვაცებად“ გაქცევენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.