ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებს ტერიტორიული თავდაცვის დღე მიულოცა.

მისალოცი მიმართვა პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მზაკვრული და სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდა სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა დონის სამხედრო მომზადების ათასობით უკრაინელი მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს, პროფესიულ დღეს, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ათავისუფლებენ უკრაინის მიწას რუსი დამპყრობლებისგან, ყოველდღე აჩვენებენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას.

ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის ძალების პერსონალს სამხედრო მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის, რომელსაც ისინი სამშობლოს დაცვისას ავლენენ.

როგორც ცნობილია, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ კვირას აღინიშნება.

დღესასწაული პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაწესდა.