პოლიცია: ხარკოვის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპანტებისგან გაქცევისას ნაღმზე აფეთქდა

ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერჰი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ ადამიანები მაისში ცდილობდნენ, გაქცეულიყვნენ იმ დროს ოკუპირებული ქალაქ კუპიანსკიდან, როდესაც ახლომდებარე სოფელ ვასილენკოვეში ნაღმზე აფეთქდნენ.

დაღუპულთა შორის არის ოთხი კაცი, 18, 19, 20 და 41 წლის, ასევე 50 წლის ქალი.

მათი ცხედრები 2 ოქტომბერს რუსული ძალებისგან ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ იპოვეს.