უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა რუსეთის ბირთვული შანტაჟი განიხილეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.
„ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული შანტაჟის თემას, ჩვენ განვიხილეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და მისი დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცა გადასცეს, რომლებიც მანამდე დანიისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Le Monde წერს.
გამოცემის ინფორმაციით სამი ქვეყანა მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინას, Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცა გადასცა.